მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 წელიწადში მარნეულს ახალი სტადიონი უნდა ჰქონდეს - 7 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადდა

5f1b4be7b97c2
თელარა გელანტია
25.07.20 20:00
2088
მუნიციაპლური განვითარების ფონდი მარნეულში ახალი სტადიონის ასაშენებლად ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 911 722 ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N52-ში არსებული ამორტიზირებული სტადიონის დემონტაჟი უნდა მოხდეს და მის ადგილზე ახალი, 1500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს, რომელიც აკმაყოფილებს „ფიფას“ მეორე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. პირველ სართულზე განთავსდება გასახდელები, მეორე სართულზე კი - სასწავლო ოთახი და სტადიონის ადმინისტრაციის საოფისე ფართი.

წინადადებების მიღება 9 აგვისტოს იწყება და 14 აგვისტოს სრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სტადიონი 12 თვეში უნდა ააშენოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები