მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2-3 თვიანი სუბსიდია რეალურ სურათს არ შეცვლის - "დედაენის ბარი"

6048f82f51b46
სალომე მეცხვარიშვილი
10.03.21 22:44
1201
მერიის მიერ გამოყოფილი დახმარება კარგია, მაგრამ არაა საკმარისი - ამბობს “დედაენის ბარის” თანამფლობელი დათა ლაფაური.

მისი თქმით, თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი დახმარება, რომელიც ღამის ეკონომიკის სექტორს 2 მილიონი ლარის დაფინანსებას სთავაზობს, არაადეკვატურია იმ ზარალთან შედარებით, რაც რეალურად ბარებმა და კლუბებმა მიიღეს.

დათა ლაფაური ამბობს, რომ სექტორი ამოსუნთქვას მხოლოდ 2-წლიანი საგადასახადო შეღავათების დაწესებით შეძლებს - საუბარია დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადების გადავადებაზე.

“არ ვიტყოდი, რომ შემოთავაზებული თანხა ობიექტურ ზარალს ასახავს. ეს არის უბრალოდ ის, რისი შესაძლებლობაც იყო.

არ ვიცი რეალურად რამდენად წაადგება ეს სუბსიდირება საკლუბო სივრცეების გადარჩენას. საგადასახადო შეღავათები აუცილებელია, კონკრეტულად ვგულისხმობ დღგ-ს და საშემოსავლო კუთხით გარკვეულ გადავადებას. პანდემიას რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური რეგრესის ფონზე ფასები ადის მაღლა, რადგან ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი იმპორტირებულია. ბოლო 6 თვეში ბარის პროდუქციაზე ფასები 25%-ით არის აწეული, შემოსავლები შემცირებული, შესაბამისად, ერთჯერადი, 2-3 თვიანი სუბსიდია  რეალურ სურათს არანაირად არ შეცვლის, თუ არ მოხდა საგადასახადო შეღავათების დაწესება”,- აცხადებს “დედაენის ბარის” თანამფლობელი.

თბილისის მთავრობა დიჯეებს და მუსიკოსებს 2 მლნ ლარით დაეხმარება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები