2019 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 50 თეატრი ფუნქციონირებს. მათი ნახევარი - 25 თეატრი თბილისშია. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ერთით ნაკლები – 49 თეატრი იყო.
რაც შეეხება რეგიონებს, რაოდენობრივად ყველაზე მეტი - 8 თეატრი იმერეთშია, შემდეგ მოდის აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი 3-3 თეატრით. აფხაზეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში 2-2 თეატრი ფუნქციონირებს, ხოლო შიდა ქართლს და გურიაში 1-1.
რაც შეეხება ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობას, 2019 წელს საქართველოში ჯამში 4 887 სპექტაკლი ჩატარდა. მათგან 3 021 თბილისში. იმერეთში - 470, ხოლო აჭარაში - 383.
ჯამში, გასულ წელს სპექტაკლებს 615 000 ადამიანი დაესწრო, მათგან 408 000 მაყურებელი თბილისის თეატრებს ეწვია, ხოლო 59 000 - აჭარის.
ამჟამად ყველა თეატრის მუშაობა პანდემიის გამო გაჩერებულია. როდის განაახლებენ ისინი მუშაობას, უცნობია.