მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელთან შედარებით მოიჯარეებისგან მოთხოვნა გაზრდილია, რამაც საიჯარო ქირის ოდენობის მატება განაპირობა - “გალერია თბილისი”

645621ad821a4
ლიკა გურაბანიძე
06.05.23 20:10
732
“გალერია თბილისი” კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი ნინი ადუაშვილი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 2019 წელთან შედარებით მოიჯარეებისგან მოთხოვნა გაზრდილია, რამაც საიჯარო ქირის ოდენობის მატება განაპირობა.

“მოთხოვნა გაზრდილია, როგორც მაღალი ფართობის მქონე კვადრატულობაზე, ასევე ე.წ. მცირე ზომის დახლებზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში "გალერია თბილისში" ბევრი ახალი ბრენდი გაიხსნა და უახლოეს მომავალში კიდევ ვგეგმავთ ისეთი ბრენდების შემოყვანას, რომლებიც ამ დრომდე საქართველოს ბაზარზე არ ოპერირებენ. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება და საიჯარო კომერციულ ფართებზე მოთხოვნა გვექნება.

მოთხოვნა კომერციულ ფართებზე ამ ეტაპზე საკმაოდ მაღალია და "გალერია თბილისი" სრულად 100%-ით ათვისებულია. შესაბამისად, გასულ წლებთან შედარებით ამ ეტაპზე საიჯარო ქირის ოდენობა 10%-ით გაზრდილია,”- განმარტა ნინი ადუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები