როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, კომპანიამ 2020 წელი ზარალით დახურა.
“ფრონტის წინა ხაზზე ვიყავით და ჩვენს პროფესიონალიზმზე კოვიდპანდემიის მართვის ძალიან დიდი ნაწილი გადიოდა. გასულ წელს ყველამ - სანიტრით დაწყებული გენერალური დირექტორით დამთავრებული ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. აქ მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობა არ იყო, ეს იყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ მეტი გაგვეკეთებინა", - აღნიშნა ქავთარაძემ.
მისივე თქმით, კომპანიისთვის 2021 წლის მთავარი გამოწვევა სწორედ კრიზისიდან გამოსვლა იქნება.