2021 წლის არჩევნები - რა თანხები დახარჯეს პარტიებმა?
BM.GE
21.02.22 15:05
• 1084
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 31 ოქტომბრის მეორე ტურის საბოლოო ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო პერიოდში გაწეულ ხარჯებზე, რომლებიც მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინეს. ანგარიშგებების თანახმად, მთლიანი ხარჯების ⅔-ზე მეტი მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” გაიღო.
სახელმწიფო აუდიტისთვის წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების თანახმად, საანგარიშო პერიოდში არჩევნებში რეგისტრირებულმა 42-მა სუბიექტმა (პოლიტიკურმა პარტიამ) ჯამურად 27,216,636 ლარის ოდენობის ხარჯი გასწია. აღნიშნულმა 13-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლის სულ 26,927,444 ლარის ოდენობის ხარჯი გასწია, რომლის 67% – 17,933,274 ლარი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე” მოდიოდა, 2,991,616 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე კი – „ლელო” 2,466,286 ლარით.
პოლიტიკური პარტიების დეკლარირებული საარჩევნო ხარჯები:
საარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა საარჩევნო რეკლამაზე ჯამურად 17,467,553 ლარი დახარჯეს. ამ კუთხით ყველაზე მეტი თანხა - 12,500,550 ლარი „ქართულმა ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ გაიღო, რაც პარტიების ჯამური სარეკლამო ხარჯის 72%-ს წარმოადგენდა.