მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2022 წელს ჩვენმა მომხმარებლებმა 50 მლნ ლარის შეღავათით ისარგებლეს“ - „ევექსი კლინიკების“ დირექტორი

63a08536891a3
BM.GE
19.12.22 20:00
976
„ევექსი კლინიკების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გორდაძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში 2022 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ევექსი კლინიკებს 2 მილიონი პაციენტი სტუმრობდა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს  „ევექსი კლინიკების“ მომხმარებლებმა 50 მლნ ლარის შეღავათით ისარგებლეს.

„ერთი წლის განმავლობაში მომხმარებლებს 3 მილიონ სერვისს ვაწვდით და 2 მილიონი ვიზიტი გვაქვს, გვყავს 600 000 ბენეფიციარი, რომლებიც წლის განმავლობაში აქტიურად მოგვმართავენ. რაც შეეხება დაზღვეულებს, ჩვენ ყველა სადაზღვევო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და წელს დაახლოებით 250 000-ზე მეტ დაზღვეულ პაციენტთან 300 000-მდე სერვისი განვახორციელეთ,“ - აცხადებს გიორგი გორდაძე.

მისივე ცნობით, „ევექსი კლინიკები“ მუდმივად მუშაობს სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე თანამშრომლობის აქტიური ჩართულობით, რადგან გორდაძის თქმით, სერვისის საჭიროებების შესახებ ყველაზე უკეთ სწორედ მომსახურე პერსონალმა და მომხმარებლებმა იციან, ამ საკითხზე სამუშაოდ კი შეხვედრები და ვორქშოპები აქტიურად ტარდება.

„მიმაჩნია, რომ ხარისხის გაუმჯობესება არ არის ერთი პროექტი, რომელიც დაიწყება და დასრულდება, ამისთვის საჭიროა ბევრი პატარა ქვეპროექტები, რომელიც საერთო ჯამში საბოლოო ხარისხს გააუმჯობესებს,“ - განმარტავს ქსელის დირექტორი.

გიორგი გორდაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანიის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ევექსი კლინიკების“ ქსელი ტერიტორიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხზე აქტიურად მუშაობს, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც 2022 წელს ორი ახალი ობიექტის გახსნა და სხვადასხვა ფინანსური საშეღავათო პროექტია.

„2022 წელს ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ორი ახალი პოლიკლინიკა გავხსენით - გურამიშვილის გამზირსა და ვაზისუბანში. თითოეულ მათგანში ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სრული ამბულატორიული მომსახურება მიღონ, რაც გულისხმობს,ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ- სპეციალისტების კონსულტაციებს და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას. 2023 წელს სამი ახალი ფილიალის დამატებას ვგეგმავთ, რაც თითქმის სრულად მოიცავს თბილისის უბნებს.

დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ხელმისაწვდომობაც, ამისთვის სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ, მაგალითად ლიბერთი ბანკთან ვთანამშრომლობთ პენსიონერებისთვის სხვადასხვა შეღავათების დაწესებაზე, საქართველოს ბანკთან ერთად შევქმენით „Healthy Club”, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროექტია და ბევრი პაციენტია ჩართული.

საერთო ჯამში, 2022 წლის განმავლობაში ჩვენმა მომხმარებლებმა 50 მილიონი ლარის შეღავათით ისარგებლეს,“ - განაცხადა გიორგი გორდაძემ. ინფორმაციისთვის, „ევექსი კლინიკების“ თითოეულ ფილიალში 100-200 ადამიანია დასაქმებული, საერთო ჯამში კი ქსელში 3 000 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები