მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ინვესტიციები გამოცოცხლდა... ვფიქრობთ, ზრდა გაგრძელდება - ევა ბოჭორიშვილი

63d8bd1611405
ინგა მურუსიძე
31.01.23 11:44
484
ბოლო პერიოდის შეფასებების გამოკითხვებით, ბიზნეს-განწყობები საკმაოდ არის გაუმჯობესებული და ვფიქრობთ, რომ ინვესტიციების ზრდა გაგრძელდება, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, 2023 წელს განგრძობითი ეფექტი ექნება რუსეთ-უკრაინის ომს და მიგრანტების ტალღას, რომელიც საქართველოში შემოვიდა.

„2022 საკმაოდ რთული წელი იყო, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. იმის გამო, რომ მაღალია ინფლაცია, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები, რასაც ეკონომიკურ აქტივობაზე აქვს ნეგატიური გავლენა. შესაბამისად, მსოფლიოში გლობალური ზრდის ტემპი განახევრდა, მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში საკმაოდ მაღალი ზრდა გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო გათვალისწინებული, ეს კი თავისთავად უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს: გაზრდილია მიგრაცია, გადმორიცხვები, რამაც ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

გვაქვს ასევე შეფასება გაკეთებული, პირდაპირი გავლენა ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე არის 2-3 პროცენტული პუნქტი. წელსაც ვფიქრობთ, რომ გარკვეული პოზიტიური ეფექტი, რაც ახლავს ამ ტრაგიკულ მოვლენას, რუსეთ-უკრაინის ომს, შენარჩუნდება. ერთი ფაქტორი, რომელიც ზრდას შეუწყობს ხელს, ეს არის ინვესტიციების ზრდა, ბოლო სამი წელი ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ინვესტიციებს ჰქონდა უარყოფითი წილი ეკონომიკაში. წლიდან წლამდე არ ხდებოდა ინვესტიციების ზრდა, თუმცა 2022 წელი აქაც განსხვავებული იყო და ინვესტიციები გამოცოცხლდა“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ 2024 წელი გლობალურად გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე იყო გასული წელი, და იქნება წლევანდელი.

„ვფიქრობთ, რომ ინვესტიციების ზრდა გაგრძელდება, ბოლო პერიოდის შეფასებების გამოკითხვებით, ბიზნეს-განწყობები საკმაოდ არის გაუმჯობესებული, იქნება ასევე მიგრანტების განგრძობითი ეფექტი, რომელიც ზრდაზე დადებითად იმოქმედებს, ველოდებით ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესებასაც, რასაც ვუყურებთ გაზრდილია ინტერესი ენერგეტიკის მიმართ, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართ და ა.შ. რაც შეეხება 2024 წელს, ზუსტი რიცხვებით საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ არის მოლოდინი, რომ გლობალურად უფრო კარგი სიტუაცია იქნება, ვიდრე იყო შარშან და იქნება წელს, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2024 წელი არის საარჩევნო წელი და ამ დროს ხდება ხოლმე აქტივობა, გარკვეული ხარჯვა, რაც დაეხმარება ეკონომიკას. ვფიქრობთ, რომ ინვესტიციებს უფრო განგრძობითი ეფექტი ექნება და ბევრი პროექტის აქტიურ ფაზაში ეს შეიძლება 2024 წელს დავინახოთ“, - თქვა ევა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები