მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად მოიხმარენ ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცს მსოფლიოში? - Galt&Taggart

64983a0a904db
თინათინ ნატმელაძე
25.06.23 17:17
18161
Galt&Taggart-მა ხორცის და ხორცპროდუქტების მოხმარების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ 2016 წლიდან ფრინველის ხორცის მოხმარებამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ღორის ხორცის მოხმარება ჩამოიტოვა.

განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში ფრინველის ხორცზე მოთხოვნის ზრდა მის ხელმისაწვდომ ფასთანაა დაკავშირებული, ხოლო განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში ჯანმრთელობაზე გავლენასა და მომზადების სიმარტივესთან.

მოხმარების ზრდის ძირითადი ფაქტორი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა, თუმცა მაღალია სხვა ფაქტორების როლიც, როგორიცაა ცხოვრების დონე, ურბანიზაცია, ინდუსტრიალიზაცია, რელიგია, ტრადიციები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.

უახლოესი მონაცემები, რომ განვიხილოთ, 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში მსოფლიოში 327 მილიონი ტონა ხორცი მოიხმარეს, საიდანაც 40% ფრინველის იყო, 34% ღორის, 21% საქონლის და დარჩენილი 5% ცხვრის ან თხის.

რაც შეეხება ხორცის ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მაჩვენებელს - მაგალითად საქართველო ერთ სულ მოსახლეზე 38 კგ ხორცს მოიხმარს და ახლოსაა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან, რომელიც 34 კილოგრამს შეადგენს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება ევროპას და ამერიკას: ევროპაში ეს რიცხვი 63 კილოგრამს აღწევს, ხოლო ამერიკაში 99 კილოგრამს. რაც შეეხება აფრიკის და აზიის ქვეყნებს, აქ საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება - აფრიკაში ერთ სულ მოსახლეზე 13 კილოგრამ ხორცს მოიხმარენ, ხოლო აზიაში - 26 კილოგრამს.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ განსხვავების ძირითადი მიზეზი კულტურული და კლიმატური თავისებურებები, ტურიზმის განვითარების დონე და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაა.

რაც შეეხება სამომავლო პროგრნოზს, ვარაუდობენ, რომ ხორცის მოხმარება, როგორც ჯამურად ისე ერთ სულ მოსახლეზე 2031 წლისთვის გლობალურად მოიმატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები