მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორცპროდუქტების საწარმოთა ბრუნვამ ₾395 მლნ შეადგინა/კომპანიების რეიტინგი - Galt & Taggart

649bca79aec76
თინათინ ნატმელაძე
28.06.23 10:33
1186
საქართველოში 2022 წელს ხორცისა და ხორცპროდუქტების რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვამ 395 მლნ ლარი შეადგინა, რომლის 59% ხორცის, ხოლო 41% კვერცხის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია ნათქვამი. 

კონკრეტულად, გასულ წელს ხორცის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა 232 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კვერცხის გაყიდვებიდან მიღებულმა 162 მილიონი ლარი, ეს რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია გასულ წლებთან შედარებით, მაგალითად, 2014 წელს კვერცხის რეალიზაციიდან მიღებული თანხა 81 მილიონი ლარი იყო, ხოლო ხორცის გაყიდვებიდან 64 მილიონი.

რაც შეეხება ხორცისა და ხორცპროდუქტების მსხვილი საწარმოების შემოსავლებს - საერთო შემოსავლების 13% "ჩირინაზე" მოდის, 8% "კუმისზე", 6% "დილაზე", ასევე 6%-იანი წილი უჭირავს "ნოსტეს", 4-4%-ს კი "ყვარლის ბაგა", "აშენდი" და "სავანეთი" იკავებენ, ხოლო დარჩენილი 48% მცირე საწარმოებზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 250 აქტიური საწარმოა რეგისტრირებული, აქედან მხოლოდ 20 მსხვილი და საშუალო კომპანიაა, რომლთა უმეტესობა ფრინველის ხორცს და კვერცხს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები