მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ლაშა პაპაშვილის სასტუმრო "ვარძია" გაიხსნება - საინვესტიციო ღირებულება $12 მლნ-ია

5e12fc4494e7f
თელარა გელანტია
07.01.20 12:00
5214
2022 წლის გაზაფხულზე სასტუმრო „ვარძია“ გაიხსნება, რომლის საინვესტიციო ღირებულება $12 მლნ-ია.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია „რედიქსში“ განუცხადეს, რომელიც ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს ეკუთნის.

კომპანიის ცნობით, ისტორიული სასტუმრო „ვარძიის“ რეაბილიტაციის პროექტი პროფესორ დავით ხოშტარიას ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევას ეფუძნება.

„ვარძიის“ რესტავრაციის პროექტი მოიცავს ორ შენობას და მის გარშებო არსებულ პარკს, რომელიც ჩაიწერება აბასთუმნის გენ-გეგმის კონცეფციაში.

სასტუმრო „ვარძიის“ ახალი კომპლექსი გათვლილი იქნება მოსახლეობის საშუალო სეგმენტზე და განსაკუთრებული აქცენტი ოჯახების მომსახურებაზე იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში.

სასტუმრო 80-ნომრიიანია და 200 ადამიანზე იქნება გათვლილი. საერთო ფართობი - 5750 მ2-ია. სასტუმროს გახსნის შემდეგ, ადგილზე 45 ადამიანი დასაქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები