მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს „ნოსტეს“ ქათმის ხორცპროდუქტების წარმოება გაორმაგდება - GPP-ის გეგმები

63c906cdf3a1e
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.23 10:50
1059
ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია Georgian Poultry Production-ი, რომელიც ბაზარზე „ნოსტეს“ ბრენდით პოზიციონირებს, 2023 წელს წარმოებას გააორმაგებს. კომპანიის მაქსიმალური სიმძლავრე ამ დროისთვის 3 000 ტონა ქათმის ხორცია და ჯამში მეფრინველეობაში 400 ადამიანია დასაქმებული.

კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილი BM.GE-ის ბიზნესის განვითარების გეგმას უზიარებს. ის მეურნეობის გაფართოების საინვესტიციო ღირებულებაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ახალი ობიექტი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში გაზაფხულზე ამოქმედდება.

„2023 წელს კომპანია „ჯი პი პი“ მეტეხში არსებული ახალი, დიდი და კომპლექსური საწარმოს დასრულებას გეგმავს, რომელიც გაზაფხულიდან სრულად შევა ექსპლუატაციაში. ეს კი პროდუქციის წარმოების გაორმაგებას უზრუნველყოფს“, - ამბობს ფირცხალაიშვილი.

კომპანია გაზრდილი წარმოების შესაბამისად, მიმდინარე წელს დაახლოებით 10-15 მაღაზიის დამატებას გეგმავს. "ნოსტეს" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დღეს „ჯი პი პი“ თბილისში, რუსთავში, მცხეთაში და ქუთაისში „ნოსტეს“ 60-მდე მაღაზიას მართავს, მიმდინარე წელს კი პროდუქციის შეტანას და შესაბამისად მაღაზიების გახსნას ბათუმშიც აპირებს.

გიორგი ფირცხალაიშვილი აღნიშნავს, რომ 2022 წელს მათი მთავარი გამოწვევა „ნოსტეს“ პროდუქტზე არსებული მაღალი მოთხოვნა იყო, რომელსაც კომპანია არ ჩამორჩა და განვითარების რიტმით თავი წარმატებით გაართვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები