პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტის ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც 2024 წელს თავდაცვაზე 886 მილიარდი დოლარის დახარჯვას ითვალისწინებს, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით.
2024 წელს თავდაცვის დეპარტამენტი ახალი იარაღის და საბრძოლო ტექნიკის შეძენაზე 170 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც წინა წელთა შედარებით 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.
კვლევასა და განვითარებაზე (R&D) რეკორდული 145 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, რაც 2023 წელთან შედარებით $15 მილიარდით გაზრდილი მაჩვენებელია.
განსაკუთრებით დიდი მოცულობით ფინანსური რესურსები F35-ების, F15-ისა და KC46-ების შეძენაზე დაიხარჯება, აგრეთვე დაგეგმილია აშშ-ის საზღვაო ფლოტის გაძლიერებაც.
ცნობისთვის, 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტმა 858 მილიარდი დოლარი შეადგინა, აქედან 132 მილიონი დოლარი კი საქართველოსთვის დახმარებისთვისაა გათვალისწინებული.