მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან, საქართველოში, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება

6486f1d974d64
ინგა მურუსიძე
12.06.23 14:17
10168
2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება მათ შორის ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხით ახსნა.

„ჩვენ ყველას გვაწუხებს ჰაერის დაბინძურების საკითხი. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე წელია დავაწესეთ შეზღუდვა საწვავზე და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ საკითხს მუდმივ მონიტორინგს უწევს გარემოს ეროვნულის სააგენტო. წელს დიზელზეც იგივე გადაწყვეტილება მივიღეთ და ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის ქვეყანაში. ხდება რუტინულად ხარისხის შემოწმება, მაგრამ დღეს რაც გამოწვევად დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილით.

მოგეხსენებათ, ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ეს დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტის შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომანქანებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან და ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ნაკლები ავტომობილი.

„მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომანქანებს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები