მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აზიიდან ავტომობილის ტრანსპორტირება 50%-ით გაიაფდა” - Auto import Georgia

64072aba338b0
ნინი ლონგურაშვილი
08.03.23 09:29
1028
პანდემიის დადგომასთან ერთად, მსოფლიო არაერთი უცნაური ტენდენციის წინაშე აღმოჩნდა და, მათ შორის, გამონაკლისი არც ავტომობილების ბაზარი ყოფილა. ახალი და მეორადი ავტომობილების ფასები რეკორდული ტემპით გაიზარდა, რაც ლოკდაუნების გამო ქარხნების დახურვითა და საწარმოო პროცესების შეფერხებით იყო განპირობებული.
 
2022 წელს, ავტომობილების ღირებულება საშუალოდ 25%-ით გაიზარდა, ავტოიმპორტიორების განმარტებით, ფასების ზრდის ტენდენცია პანდემიის შემდეგ გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯების ფონზე მოხდა. 
 
Auto import Georgia-ს დამფუძნებელმა, გურამ როსტიაშვილმა "საქმიან დილაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში აზიის მიმართულებით ლოგისტიკური ხარჯები განახევრებულია, თუმცა ავტომობილის თვითღირებულება ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. 

“ფასი ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ერთი ეს არის თვითღირებულება და მეორე, ლოგისტიკური ჯაჭვის ფასი. ლოგისტიკის ღირებულება მკვეთრად დაეცა, დაახლოებით 50%-60%-ით არის შემცირებული აზიის მიმართულებით. თუ ერთი ავტომობილის ტრანსპორტირება დაახლოებით, 2000 - 2400 დოლარი ჯდებოდა, დღეს შესაძლებელია 900-1000 დოლარად ჩამოყვანა. გამოდის, რომ ერთეული ავტომობილის ტრანსპორტირების ღირებულება განახევრებულია. რაც შეეხება აშშ-ს მიმართულებას, ამერიკაში ფასი სტაბილურად შენარჩუნებულია. თუმცა, ვიმედოვნებთ რომ პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება",- აცხადებს გურამ როსტიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები