მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 თვის შემდეგ პირველად, ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა

637bba872f6b9
ნინო ტაბატაძე
22.11.22 14:41
756
2021 წლის იანვრის შემდეგ პირველად, ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში ადგილობრივმა ექსპორტმა (რეექსპორტის გამოკლებით) 290. 3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.8%-იანი კლებაა. შედარებისთვის, სექტემბერში ზრდა 20%-ი იყო.

2022 წლის 10 თვეში კი, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3.10 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

ადგილობრივი ექსპორტის TOP-10 საქონელი:

• სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 842 მლნ. აშშ დოლარი;
• ფეროშენადნობები - 441.2 მლნ. აშშ დოლარი
• აზოტოვანი სასუქები - 221.7 მლნ. აშშ დოლარი
• ღვინო - 200.2 მლნ დოლარი
• წყლები - 91 მლნ დოლარი
• ელექტროენერგია - 84.3 მლნ დოლარი
• სპირტიანი სასმელები - 84.1 მლნ დოლარი
• ძვირფასი ლითონების მადნები - 73.1 მლნ დოლარი
• თხილი - 72.1 მლნ დოლარი
• ოქრო - 69.2 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები