მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23-25 სექტემბერს საქართველოში ყველაზე დიდი ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება

გამოფენა
BM. GE
21.09.23 14:27
2

23-25 სექტემბერს საქართველოში ყველაზე დიდი ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება.

ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება 100-მდე კომპანია, რომელიც მსურველებს სთავაზობს ახალ ბიზნესშესაძლებლობებსა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ჩინეთიდან.

გამოფენა  აერთიანებს 8 მთავარ სექტორს:

- სამშენებლო მასალა და ტექნიკა
- ტექსტილი
- სამომხმარებლო პროდუქცია
- სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიები
- სამრეწველო აღჭურვილობა და მზის პანელები
- საყოფაცხოვრებო პროდუქცია
- ავტო ნაწილები
- შრომის უსაფრთხოების პროდუქცია


როგორც გამოფენის ორგანიზატორები (Kanchen International Exhibition Group -) აცხადებენ, ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და ახალ საფეხურზე გადასვლას. 

"ეს ღონისძიება ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააფართოონ პროფესიული კავშირები და ადგილზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მათ ჩამოაყალიბონ მომავალი ბიზნესხედვები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეხვდნენ ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს და ადგილზე გაეცნონ ექსკლუზიურ პროდუქტებს ჩინეთიდან.

ამას გარდა „ჩინურ ნაწარმის გამოფენა არა მხოლოდ გამორჩეულ ღონისძიება არამედ ქართულ-ჩინური მეგობრობის სიმბოლოა. გამოფენა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.  

წარმატებული თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

გამოფენა ექსპო ჯორჯიაში გაიმართება და დასწრება თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები