მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო მედია ჩინეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებაზე წერს

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანფუ უკვე რამდენიმე კვირაა საჯაროდ აღარ გამოჩენილა. Bloomberg მინისტრის გაუჩინარების ერთ-ერთ მიზეზად დაპირისპირებას ასახელებს და წერს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, კორუფციის ფაქტზე.  65 წლის ლი შანფუ მინისტრის პოსტზე 2023 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე 2018 წელს ის რუსეთისგან იარაღის შეძენის გამო, აშშ-მ დაასანქცირა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრი საჯაროდ ბოლოს 29 აგვისტოს გამოჩნდა და სიტყვითაც გამოვიდა პეკინში გამართულ ჩინეთი-აფრიკის უსაფრთხოების ფორუმზე, თვის დასაწყისში კი ოფიციალური ვიზიტით რუსეთსა და ბელარუსში იმყოფებოდა. მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე კი რუსეთ-ჩინეთის სამხედრო ურთიერთობას “თანამშრომლობის მაგალითი” უწოდა. 

ლი შანფუ მეორე მინისტრია ჩინეთში, რომელიც “გაუჩინარდა”. მანამდე ჯერ საჯარო სივრციდან გაუჩინარდა, ხოლო შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

WSJ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის ოფიციალურ პირებს უთხრეს, რომ  ქვეყნის კომუნისტური პარტიის შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ქორწინების გარეშე ურთიერთობა ჰქონდა.

ცინ განის ეს ურთიერთობა გრძელდებოდა იმ პერიოდში, როცა ის აშშ-ში ჩინეთის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, რომელიც 2021 წლის ივლისსა და 2022 წლის იანვარს მოიცავს. 57 წლის განი კარიერული დიპლომატია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის სი ძინპინის ნდობით აღჭურვილ პირად მიიჩნეოდა. როგორც CNN წერდა, მან საკვანძო როლი ითამაშა აშშ-ჩინეთის ურთიერთობის სტაბილიზაციასა და კომუნიკაციის აღდგენაში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის ჩათვლით, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში შედგა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები