მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“23 ივნისს თბილისში საერთაშორისო კონფერენციას გავმართავთ” - “ელკანა”

643914fc3e0dc
ნანუკა ნარიმანიძე
15.04.23 15:15
741
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” ორგანიზებით, 23 ივნისს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია” ჩატარდება - ამის შესახებ “ელკანას” დირექტორმა მარიამ ჯორჯიაძემ გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.

“კონფერენციას წინ უძღვის “ელკანას” წევრთა ყრილობა, შემდეგ გაიმართება კონფერენცია, რომელზეც სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან იქნებიან მოწვეულები, მთავარი მიზანია აქტიურად დაიწყოს საუბარი და განხილვები საქართველოს, როგორც აგრო-ეკოლოგიური და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების პერსპექტივის მქონე ქვეყნის შესახებ, ასევე ყურადღება დაეთმობა ბიომეთხილეობის შესახებ სესიას”,- განმარტა მან.

აღსანიშნია ისიც, რომ კონფერენციის ფარგლებში დაინერგება ე.წ. Fair Trade სისტემა, რომელსაც ხარისხის სისტემაში გაერთიანებული 700-მდე მეურნე გამოიყენებს.

კონფერენციის პარალელურად გაიმართება “ელკანას” წევრთა მიერ წარმოებული პროდუქციის ბიო და ეკომეგობრული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

ცნობისთვის, “ელკანა” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს დაარსდა და 40-მდე წევრს აერთიანებს, ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვით-აქტივობის გაზრდის გზით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები