მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც მთავრობამ მუშაობის გაგრძელების ნებართვა გასცა

5ead1c5b00687
ინგა მურუსიძე
02.05.20 14:00
2667

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.

შესაბამისი ცვლილება შევიდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში და მას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.   

მუშაობა გაგრძელდება შემდეგი მიმართულებებით:

რუსთავი-თბილისის გზა (ფაზა 2),
თბილისის მეტროს კაბელები;
თბილისის მეტროს ვენტილატორები;
მზიურის პარკის რეკონსტრუქცია;
გორი (გამყოფი ხაზის პირა სოფლები) წყალმომარაგება;
ხაშურის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია;
გარდაბნის ხუთი სოფლის წყალმომარაგება;
ქუთაისის შემოვლითი გზა - სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები კმ30+000 - კმ41+354;
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელი გვიშტიბში მრავალბინიანი 6 სახლის სამშენებლო სამუშაოები;
აბასთუმნის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;
თბილისი–სენაკი–ლესელიძე ს/გზის კმ40 მდ. ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობა და ა.შ.

 


სრული სია: 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები