მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 867-მა ადამიანმა საკუთარ თავს აზარტული თამაშები აუკრძალა

63eb7ab5bfe00
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.23 16:17
2922
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში სულ 4,901 ადამიანი არის რეგისტრირებული. მათ შორის 34 პირი სასამართლოს განჩინების, ხოლო 4,867 ადამიანი კი საკუთარი განაცხადის საფუძველზე.

ამ სიას შემოსავლების სამსახური 2022 წლიდან აწარმოებს. მის გარდა, აზარტული თამაშები კიდევ მილიონ ოთხასიათაზე მეტ ადამიანს აქვს აკრძალული, რადგანაც გასული წლის 1 მარტიდან 25 წლამდე პირებს, ასევე საჯარო მოხელეებსა და სოცდაუცველებს თამაში აეკრძალათ. ამ სიაში სულ 1,457,526 ადამიანი ირიცხება.

ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული დეტალური სტატისტიკა თუ როგორ შეცვალა ამ რეგულაციამ აზარტული თამაშების სექტორში არსებული კომპანიების ბრუნვა და მათი მოგების მაჩვენებლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები