მსხვილი ბრიტანული ბანკის, Barclys-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში თითქმის 40%-ით ვარდნის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი - S&P500 ისევ ძვირადაა შეფასებული.
Barclys-ის საინვესტიციო სტრატეგიის ხელმძღვანელის, ვენუ კრიშნას განცხადებით, ინდექსის რაციონალური ფასი 3,700 პუნქტის ფარგლებშია, რაც ამჟამინდელ ღირებულებაზე თითქმის 7%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
ბირჟის ძვირად შეფასების მიზეზად მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ეკონომიკური ვითარება და რეკორდულად მაღალი ინფლაციის დონე სახელდება, რომელიც აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, ამ დრომდე ვერ დაიძლია.