მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

40-ზე მეტი მაღაზია და 300-მდე დასაქმებული - „ნოსტემ“ 2021 წელს წარმოების მაქსიმუმს მიაღწია

61dd8a6badd34
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.22 19:35
796

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია Georgian Poultry Production-ში (GPP), რომელიც პანდემიის პერიოდში - 2020 წელს ბაზარზე „ნოსტეს“ ბრენდით შემოვიდა, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანია „ჯი პი პიმ“ წარმოების მაქსიმუმს მიაღწია და საწარმოო ციკლი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ფირცხალაიშვილმა BM.GE-სთან 2021 წელი შეაფასა და აღნიშნავს, რომ დღეისთვის თბილისში „ნოსტეს“ ბრენდის 40-ზე მეტი მაღაზია ფუნქციონირებს, რომელთა დიდი ნაწილი 2021 წელს გაიხსნა. კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა კი 300-ს აღწევს. ფირცხალაიშვილი განმარტავს, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, გასული წელი კომპანია Georgian Poultry Production-ისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

„ქართულ ბაზარზე „ნოსტეს“ ქათმის ხორცპროდუქტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ბაზრის წამყვან პოზიციებამდე მიგვიყვანა. შევიძინეთ უამრავი ერთგული მომხმარებელი. ამ ეტაპზე კომპანია „ჯი პი პიმ“ წარმოების მაქსიმუმს მიაღწია და საწარმოო ციკლი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

ქვეყანაში ადგილობრივი წარმოებებისა და ნედლი ხორცპროდუქტების დეფიციტიდან გამომდინარე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. ბაზარზე „ნოსტეს“ გამოჩენის შემდეგ, მასზე ინტერესი მზარდი იყო. ფაქტობრივად, დღეისთვის „ნოსტეს“ პროდუქციაზე არსებული მოთხოვნა, ჩვენს საწარმოო მოცულობებს აღემატება. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხსა და განსხვავებულ გემოვნურ თვისებებზე“, - ამბობს გიორგი ფირცხალაიშვილი.

აღსანიშნია, რომ კომპანიაში ამოქმედებისას ჩადებული საწყისი ინვესტიცია 20 მლნ ლარს შეადგენდა. დღეს ფერმის სამეურნეო პროცესი ოთხ ლოკაციაზე, 32 ჰა-ზეა განაწილებული. მეფრინველეობა წლიურად 8 მლნ-მდე კვერცხს აწარმოებს, საიდანაც 2 მლნ-მდე ფრთა ბროილერის ქათამია, რაც წლიურად, დაახლოებით, 3 000 ტონა ქათმის ხორცის წარმოებას გულისხმობს, თუმცა არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, Georgian Poultry Production-ი 2022 წელს დამატებითი ინვესტიციების ჩადებით საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას და სარეალიზაციო ქსელის გაფართოებას გეგმავს.

"ნოსტეს" პროდუქციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ დღის წესრიგში წარმოების გაზრდის საკითხი დააყენა. 2022 წელს იგეგმება ფერმების გაორმაგება, რაც ჯამში წლიურ წარმადობას 3 ათასი ტონით გაზრდის. შესაბამისად, "ნოსტეს" წარმოება ადგილობრივ ბაზარს წელიწადში 6 ათას ტონა ქათმის პროდუქციით მოამარაგებს", - აღნიშნა გიორგი ფირცხალაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები