მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაზე რეკორდული რაოდენობის განაცხადი შევიდა

632c41c324d83
BM.GE
22.09.22 15:26
434
საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება 5 აგვისტოს გაფორმდა. ყოველივე ამის შემდეგ ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა მიეცათ, 500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამაზე დარეგისტრირებულიყვნენ.

რეგისტრაცია რამდენიმე დღის წინ დამთავრდა და, შეიძლება ითქვას, რომ პროგრამაზე განაცხადების რეკორდული რაოდენობა შევიდა.

500 Georgia-ზე 30 ქვეყნიდან ჯამურად 239 სტარტაპი დარეგისტრირდა, რომლებიც 58-მდე ინდუსტრიას აერთიანებენ.

რეგისტრაციის შემდგომი ეტაპი შესული განაცხადების განხილვაა, რის შემდეგაც შეირჩევა 15 სტარტაპი. სწორედ ეს სტარტაპები მიიღებენ მონაწილეობას აქსელერაციის პროგრამაში.

რაც შეეხება აქსელერაციის პროცესს, ეს პერიოდი კონკრეტულ ეტაპებად დაიყოფა, რომელიც სტარტაპების გადამზადების პროცესსა და პრაქტიკულ დავალებებს გააერთიანებს. შედეგად კი, პროგრამის ბოლოს, დემო დღეზე გამოვლენილი საუკეთესო კომპანია, რომელიც მთელი აქსელერაციის პროცესში საუკეთესო შედეგს აჩვენებს, 2 კვირით გაემგზავრება სილიკონ ველიზე, სადაც შეხვდება რელევანტურ ორგანიზაციებს. ექნება შესაძლებლობა, მოიძიოს დამატებითი ინვესტიცია.

შეგახსენებთ, რომ 500 Global-ის, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება, მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.

2020-2021 წლების პერიოდში 500Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა 30-მდე ქართული და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის ჩაატარა.

ოთხი მათგანი – CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs – პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად სილიკონის ველზე გაემგზავრა, რამაც სტარტაპერებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. 500Global-მა ასევე ხელი შეუწყო ადგილობრივი სტარტაპების განვითარებასა და უცხოურ ბაზრებზე გასვლას. პროგრამის დასრულების შემდეგ, ბევრი მათგანი გაფართოვდა და დაიწყო ფუნქციონირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები