მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში $80 მლნ ღირებულების ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა

ელექტროენერგია თბილისი

2023 წლის 7 თვეში საქართველომ რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. იანვარ-ივლისში ჯამში 1 140.7 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ, მაშინ როცა 2022 წელს [წლიურად] ეს მაჩვენებელი 971.1 მლნ კვტ.სთ იყო.

2023 წლის იანვარ-ივლისში ელექტროენერგიის ექსპორტიდან ქვეყანამ 80.1 მლნ დოლარი მიიღო, რაც თითქმის 24%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე. აქედან 71 მლნ დოლარამდე ღირებულების ელექტროენერგია საქართველომ თურქეთში გაყიდა, ანუ 10 მლნ დოლარით მეტი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ჯამში საქართველოდან თურქეთში 975,91 მლნ კვტსთ-ის მოცულობის ელექტროენერგიაა ექსპორტირებული, რაც მთლიანი ექსპორტის 85%-ს შეადგენს. 

ასევე 5 მლნ დოლარამდე გაზარდა საქართველომ აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი. აზერბაიჯანში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 86,16 მლნ კვტსთ შეადგენს. 

მთავრობამ ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი თითქმის 400 მლნ კვტსთ-ით გაზარდა. კერძოდ, 2023 წლის აპრილში მთავრობა ელექტროენერგიის ექსპორტს ივლისის ჩათვლით პროგნოზირებდა და ელოდა, რომ ჯამურად 1001,9 მლნ კვტსთ-ს მიაღწევდა. 

18 აგვისტოს კი ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ბრძანებაში ცვლილება შევიდა და ექსპორტის წლიური მაჩვენებელი 2023 წელს 1404,3 მლნ კვტსთ-მდე გაიზარდა. მთავრობის პროგნოზით, წელს ელექტროენერგიის ექსპორტი აგვისტოშიც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები