მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AE SOLAR-ის გენერალური დირექტორი: მთავარი გამოწვევა რეგულაციები და წესებია

5df86df718497
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.19 09:45
1711
განახლებადი ენერგიის მიმართულებით არის გამოწვევები, მთავარი აქედან არის რეგულაციები და წესები, რომლებიც აღნიშნულ სფეროს აწესრიგებს, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის სფეროში ერთ-ერთი უცხოური ინვესტორი კომპანიის, მზის პანელების მწარმოებელი, გერმანული კომპანია AE SOLAR -ის გენერალურმა დირექტორმა დურბეკ ფატახოვმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ BM.GE-ის განუცხადა.

სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას დურბეკ ფატახოვმა BM.GE-ისთან აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია.

„განახლებადი ენერგიის მიმართულებით არის გამოწვევები, მთავარი აქედან არის რეგულაციები და წესები, რომლებიც აღნიშნულ სფეროს აწესრიგებს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს შესაბამისი კანონმდებლობა, რათა ინვესტორებისთვის მთელი მსოფლიოდან, გასაგები იყოს ამ მიმართულებით საინვესტიციო შესაძლებლობები.  ჩვენი სურვილია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შემდგომში მთავრობის მიერ იქნება აღსრულებული“, - განაცხადა AE SOLAR -ის გენერალური დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ მზის პანელების მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანია AE Solar-ის ქარხანა საქართველოში, კერძოდ კი, ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარე წელს გაიხსნა და საწარმო ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, გალფის ქვეყნებში და ევროპაში გაიყიდება. წარმოების დასაწყებად გერმანულ-მექსიკურმა კონცერნმა AE SOLAR 8 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები