მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 85 814 ლარის ანაზღაურება უსაფუძვლოდ აიღეს - აუდიტი

643075744cc98
ალა ისპირიანი
08.04.23 01:00
895
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტი ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოიცავს.

აუდიტის თანახმად აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოში შვებულების ანაზღაურების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, 2021 წელს უმაღლესი საბჭოს წევრებმა შვებულებით 2 თვის განმავლობაში ისარგებლეს, 1 თვის შვებულების ანაზღაურება კი, - ჯამში 85 814 ლარი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა გაცემული.

„საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს წევრი წელიწადში სარგებლობს 24 სამუშაო (უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით 30 კალენდარული დღე) დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრს რეგლამენტის მიხედვით მიეცემა უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად. ასევე აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს შინაგანაწესის მიხედვით, შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება წერილობითი ფორმით წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს (უმაღლესი საბჭოს აპარატის იმ თანამშრომლების მიერ, რომლებსაც ნიშნავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე) ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს (იმ თანამშრომლების მიერ, რომლებსაც ნიშნავს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი) საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე სამი სამუშაო დღით ადრე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2021 წელს უმაღლესი საბჭოს წევრებმა შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებისა და ბრძანების გარეშე 2 თვის განმავლობაში (62 კალენდარული დღე) ისარგებლეს შვებულებით. შესაბამისად, 1 თვის შვებულების ანაზღაურება ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები