მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე, რუსულ ავიაკომპანიებს ფრენების დაწყებაზე არ მოუმართავთ - ქვრივიშვილი

645b9ce1c5d36
მარიამ ვარადაშვილი
10.05.23 17:37
1263

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ირწმუნება, რომ საქართველოში სანქცირებული თვითმფრინავები ვერ იფრენენ.

ქვრივიშვილმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეიდან, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა. შეზღუდვა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

“საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი ფრენები შეასრულონ. ამ ეტაპზე, საქართველოს მხრიდან არავითარი ნებართვა გაცემული არ არის, რადგან რუსულ ავიაკომპანიებს ჩვენთვის არ მოუმართავთ. მომართვის შემთხვევაში ყველა კომპანია, რომელიც სანქცირებული არ იქნება, პირდაპირი რეისების შესრულებას შეძლებენ, ისივე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საამიროებში”,-ამბობს ქვრივიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები