მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამაზე არ შეჩერდებიან და შესაძლოა, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ - მურუსიძე

642ebe48b160f
BM.GE
06.04.23 16:38
732
"ვფიქრობ, ამაზე არ შეჩერდებიან და შესაძლოა, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ", - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრი-მოსამართლე, ლევან მურუსიძე აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

„მათი მიზანი არის, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში და ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს სურს სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა და ამის მიზეზი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისთვის დაწესებული სანქცია იქნება.

„ქალბატონი ელჩი [კელი დეგნანი. აშშ] დადიოდა სასამართლოში, მოსამართლე-მოსამართლე და ცდილობდა გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სასამართლო სისტემაში. ეს არის გათვლილი, არასამთავრობოების მხიარული ჟივილ-ხივილია ახლა, სასამართლოში წავა დაპირისპირებაო. გულწრფელად გეუბნებით, ბერმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ცნობისთვის: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები