ნახევარგამტარების მწარმოებელი ორი უმსხვილესი კომპანია, Intel და AMD რუსეთისთვის კომპიუტერული ჩიპების და პროცესორების მიწოდებას წყვეტენ.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზი რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ომის დაწყებაა.
“ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, რის გამოც რუსეთისა და ბელარუსისთვის ვწყვეტთ ყველანაირი პროდუქციის მიწოდებას”, - ნათქვამია Intel-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ სექტორში ნახევარგამტარები სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსებია, ჩიპებისა და პროცესორების გარეშე შეუძლებელია კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის წარმოება. Intel-ისა და AMD-ის მიერ ჩიპების მიწოდების შეზღუდვა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთში კომპიუტერების წარმოების პროცესს.