ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves, რომელიც ანაკლიაში 2018 წლიდან ყოველწლიურად აგვისტოში უნდა გამართულიყო, პანდემიის გამო 2020 წლის აგვისტოს ნაცვლად 2021 წელს 19-22 აგვისტოს ჩატარდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები ფეისბუქ გვერდზე ავრცელებენ, სადაც წერია, რომ ინფორმაცია ჰედლაინერებისა და ბილეთების შესახებ მათი ოფიციალური FB გვერდიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„2020 წელს Covid-19 პანდემიის გამო Echowaves-მა არაერთი ქართული, თუ საერთაშორისო ფესტივალის ბედი გაიზიარა. არსებული მდგომარეობის გამო, Echowaves-ის გუნდმა მძიმე გადაწყვეტილება მივიღეთ და ფესტივალი მომავალი წლისათვის გადავდეთ.
იმედისმომცემი პროგნოზებისა და მეცნიერთა უწყვეტი მუშაობის დამსახურებით, დარწმუნებულები ვართ, 2021-ში კვლავ შევხვდებით.
ამიტომ, ტრადიციულისგან განსხვავებით, ბევრად ადრე, სიხარულით გიზიარებთ ახალ ამბავს: 2021 წელს, 19-22 აგვისტოს ისევ ვუმასპძინძლებთ ათასობით სტუმარს, ანაკლიაში რიგით მესამე Echowaves ჩატარდება”, - წერენ ორგანიზატორები.