მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა”-GMC

64413b83016b8
ანუკა ჯოხაძე
20.04.23 23:30
831
დღეს არასამთავრობო სექტორმა მედიას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიში წარუდგინა. „ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან შესრულებულია მხოლოდ ერთი პირობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციების პრაქტიკულად გათვალისწინება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს - ორი მეტწილად შესრულებულია, ოთხი - ნაწილობრივ, ხოლო ხუთი რეკომენდაცია სრულად შეუსრულებელია“, მათ შორის, ისეთი რეკომენდაციები როგორებიცაა დეპოლარიზაციის შემცირება, დამოუკიდებელი სასამართლო ჩამოყალიბება, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.

ევროკავშირის 12 რეგულაციას შორის ამ დრომდე ნაწილობრივ შეასრულა მოწყვლადი ჯგუფების დაცვის პირობა, დანიშნა სახალხო დამცველი, განახორციელა საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები და მიიღო ანტი კორუფციული ზომები.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მმართველმა გუნდმა კი შექმნა ანტიკორუფციული ბიურო, თუმცა იმისთვის, რომ რეკომენდაცია სრულად შესრულდეს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მაინც მოუწევს.

“ამ ბიუროს უფლება მოვალეობებში არ იქნება საგამოძიებო ნაწილი, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, კორუფციული საკითხების გამოძიება კვლავ სხვადასხვა უწყებების მიერ მოხდება, რაც აქამდე იყო.

მეორე პრობლემა ის არის, რომ ეს ბიურო კვლავ რჩება სუს-ის ქოლგის ქვეშ, შესაბამისად, აქაც დამოუკიდებლობის მიმართულებით კითხვები ჩნდება.

მესამე, ამ ბიუროს თავმჯდომარის დანიშვნა არის პრემიერის პრეროგატივა, შესაბამისად აქ ჩნდება პოლიტიკური მოტივაციის საკითხი და სისტემის გარეთ მყოფი პირები სავარაუდოდ უარს ამბობენ, კონკურსში მონაწილეობაზე, ვინაიდან მათ წინასწარ აქვთ მოლოდინი რომ არ აირჩევენ.

ეს სამი ნაწილი არის პრობლემატური, ამის გადაჭრის გზა კი არის ხელისუფლების ხელში მათ თავისუფლად შეუძლიათ შეცვალონ ნაწილი მაინც საკითხების,”- „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ – თავმჯდომარე ზაზა აბაშიძე.

ცნობისთვის, ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიურო ევროკავშირის 12-რეკომენდაციაში გაწერილი მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. მის ხელმძღვანელად პრემიერ მინისტრმა რაჟდენ კუპრაშვილი დანიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები