Apple-ის პროგრამა მიზნად ისახავს იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებსაც საშუალო ან დაბალი შემოსავალი აქვთ და კალიფორნიის მასშტაბით, მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ ზონა "სილიკონ ველში", სადაც Apple-ის ობიექტებია განლაგებული, სახლების ქირაობას ვერ ახერხებენ. პროექტთან დაკავშირებით ტექნოლოგიური გიგანტი კალიფორნიის გუბერნატორთან და მთავრობასთან თანამშრომლობას აპირებს.
კალიფორნიაში საცხოვრებელი სახლების სერიოზული პრობლემაა. საბინაო კრიზისი არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ კომპანიებსაც აწუხებს. როგორც ცნობილია, აქ ბინების დეფიციტის გამო, მხოლოდ 1 კვადრატული მეტრის ფართის ქირაობა თვეში 600 დოლარი ჯდება.
აღსანიშნავია, რომ კალიფორნიაში, მათ შორის სან-ფრანცისკოსა და "სილიკონ ველში" დაბალბიუჯეტიანი ბინების აშენების პროექტში Microsoft-ი და Amazon-იც არიან ჩართული.