მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aptos-ის ძაფები, რომელიც პლასტიკურ ქირურგიაში გამოიყენება, Made in Georgia-ს წარწერით ექსპორტზე გასვლას გეგმავს

62012aa30d490
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.22 21:30
1653
საქართველოში წარმოებული Aptos-ის უნიკალური სამედიცინო ძაფები Made in Georgia-ს წარწერით ექსპორტზე დაახლოებით მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომისთვის გავა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ Aptos-ის ძაფების წარმოება საქართველოში, კონკრეტულად კი თბილისში, ორხევში გასული წლის ივლისში 8 მლნ-ზე მეტი ევროს ინვესტირებით, სატესტო რეჟიმში აამოქმედა და 130-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. გიორგი სულამანიძე აღნიშნავს, რომ დღეისთვის საწარმო აუდიტს გადის, რათა სერტიფიცირება გაიაროს და საექსპორტო წარმოებაზე გადაეწყოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს კომპანია Aptos-ის ქართული წარმოების ძაფების მსოფლიო ბაზარზე გატანას.

„იმისთვის, რომ ევროპამ საქართველოში ნაწარმოები ჩვენი პროდუქტი დაუშვას, გავდივართ აუდიტს, რომლის შედეგად საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატები, რომელიც აქამდე ჩვენს სხვა წარმოებებში მოქმედებდა, საქართველოს წარმოებაზე გავრცელდება.  როგორც კი მივიღებთ სერტიფიკატებს მაშინვე გავალთ ექსპორტზე. ზაფხული-შემოდგომისთვის აუდიტის საბოლოო დასკვნას ველით“, - უთხრა BM.GE-ის Aptos-ის გენერალურმა დირექტორმა.

ამ ეტაპზე საქართველოში მოქმედი საწარმო წლიურად 20-30 ათას ერთეულ Aptos-ის ძაფს აწარმოებს, რომელიც პლასტიკურ ქირურგიაში გამოიყენება. თუმცა კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს საწყისი მოცულობებია და ექსპორტზე გასვლის შემდეგ წარმადობა ასეულ ათასებამდე გაიზრდება.

„ჯერჯერობით ამ მოცულობებით ვაწარმოებთ, რომელიც მთელ საქართველოში მოქმედ ჩვენს კლინიკებში გამოიყენება. ეს არის ის მოცულობა რომელიც საწყის ეტაპზე გვჭირდებოდა“, - აღნიშნა გიორგი სულამანიძემ.

ცნობისთვის: Aptos-ის უნიკალური ძაფები პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის დოქტორმა მარლენ სულამანიძემ დაახლოებით 25 წლის წინ შექმნა. დღემდე Aptos-ის ძაფები რუსეთსა და გერმანიაში არსებულ საწარმოებში იწარმოებოდა, შემდეგ საქართველოში შემოდიოდა და აქედან ექსპორტზე 83 ქვეყანაში გადიოდა, თუმცა მათზე არ იყო წარწერა Made in Georgia. საქართველოში ამოქმედებული ქარხანა საწყის ეტაპზე კომპანიის სამივე საწარმოს დადგმული სიმძლავრის მესამედს აწარმოებს, თუმცა მომავალში ქართული წარმოების დატვირთვის გაზრდა იგეგმება.იალურობის პოლიტიკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები