მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ უნდა ვიაროთ ერთი და იგივე წრეზე”- Aero Group Georgia რუსეთთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე

6102c9a62febf
ანუკა ჯოხაძე
29.07.21 23:00
780
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე მოლაპარაკებები დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააჟღერა.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა. ავიაემბარგოს გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოდან რუსეთის დუმას დეპუტატი სერგეი გავრილოვი დელეგაციასთან ერთად დროზე ადრე გაუშვეს. ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა მაშინ რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ფრენების აღდგენას გარკვეული პირობების სანაცვლოდ ითხოვდა და ერთ-ერთი პირობა ანტირუსული გამოვლინებების გავრცელების შეწყვეტა იყო.

საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის ბაზარზე მორიგი სწორება საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ იქნება. Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ამბობს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში რუსი ტურისტები ქვეყანაში სახმელეთო გზით ისედაც ჩამოდიოდნენ. მისი თქმით, ეს ყველაფერი წრეზე სიარულს ჰგავს, რომელიც უნდა დასრულდეს.

“რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი და არასტაბილური ბაზარია, რომლებიც როგორც კი მიიღებენ ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილებას შეიძლება ორ თვეში ისევ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღონ. ავიაკომპანიებმა, რომლებმაც ძალიან დიდი რესურსი უნდა დახარჯონ, მათ შორის ფინანსური რესურსი. მაშინ კი როცა რუსეთის მხრიდან ცალმხრივად შეთანხმების გაწყვეტა ხდება, გაცილებით უფრო რთულ ვითარებაში ავიაკომპანიებს უწევთ ყოფნა და ისინი გაცილებით უფრო ზარალდებიან”, - აცხადებს Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები