მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ ვართ იმ ტიპის კომპანია, რომელიც ცდუნებას აჰყვება” - ხუნძაკიშვილი რუსეთში პროდუქტზე გაზრდილ მოთხოვნაზე

6432cea7884b3
ნანუკა ნარიმანიძე
09.04.23 20:54
1230
„პასუხისმგებლობიანი კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ პორტფელის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, პრობლემა შეუქმნას თავის კომპანიას” - ასე უპასუხა “ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა გადაცემა #წერტილში წამყვანის კითხვას - რამდენად მზარდია რუსეთში ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა და პასუხობს კომპანია ამ მოთხოვნას.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტს ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკით ახორციელებს და ყოველწლიურად საქონლის რეალიზებას გაწერილი გეგმით ახდენს.

„არ ვართ იმ ტიპის კომპანია, რომელიც ამგვარ ცდუნებას აჰყვება. ჩვენ ვგეგმავთ, ბიუჯეტირებას ვაკეთებთ, და მიუხედავად იმისა რომ იქ შეიძლება მოთხოვნა გაიზარდოს, ჩვენ მიწოდებას იმ მასშტაბით ვერ გავზრდით, რაც დაგეგმილი არ გვაქვს. რადგან დივერსიფიცირების გარეშე ბიზნესის წარმოება არ შეიძლება, ეს რისკების შემცირების ერთ-ერთი მეთოდია და არ გვინდა ერთ ბაზარზე ვიყოთ დამოკიდებული“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისი ინფორმაციით, „ეფეს საქართველოს“ ექსპორტის 30% დრეისთვის რუსეთზე მოდის, თუმცა სარეალიზაციო ბაზრები დივერსიფიცირებულია და 22-მდე ქვეყანას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები