ძველ თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე „არტ-კაფე ჰოუმი“ შენობას ყიდის. ფასი $1.4 მლნ-ია. ინფორმაცია ამის შესახებ bm.ge-ს კაფეს დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, შენობის გაყიდვის გადაწყვეტილება იმას არ ნიშნავს, რომ ობიექტი იხურება.
„ვყიდით შენობას; იმედია, როცა გაიყიდება, დავრჩებით ამავე შენობაში“, - აღნიშნა კეკელიძემ და დასძინა, რომ გაყიდვის შემდეგ მათ სურთ, რომ იგივე შენობა იჯარით აიღონ და ფუნქციონირება იქვე გააგრძელონ.
ცნობისთვის: "არტ-კაფე ჰოუმის" შენობის საერთო ფართი 640 კვ.მ-ია.