მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის $2 მლრდ-ის სამხედრო დახმარება უკრაინის გარდა, საქართველოს და კიდევ 17 ქვეყანას მოიცავს

6319eeb799193
შოთა ტყეშელაშვილი
08.09.22 17:17
1547
აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისა და აშშ-ის ევროპელი მოკავშირეებისთვის $2-მილიარდიან დახმარებას გამოყოფს. უკრაინის გარდა, სიაში შედის 18 ქვეყანაც, მათ შორის საქართველოც. 

AP-ის თანახმად ბაიდენის ადმინისტრაციამ აცნობა კონგრესს, რომ გრძელვადიანი უცხოური სამხედრო დახმარების სახით ორი მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს უკრაინისთვის და აშშ-ის 18 მოკავშირისთვის, მათ შორის ნატო-ს წევრებისთვის და რეგიონული პარტნიორებისთვის, რომლებიც მომავალი რუსული აგრესიის ყველაზე დიდი პოტენციური რისკის წინაშე დგანან. ინფორმაციაში კონკრეტული ქვეყნების დახმარებების ბიუჯეტი არაა მითითებული.

როგორც AP სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული თანხიდან ერთ მილიარდ დოლარს უკრაინას გამოუყოფენ, დანარჩენს კი პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოს, ხორვატიას, საბერძნეთს, ჩეხეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, სლოვაკეთს და სლოვენიას გადაეცემა. 

AP-ის მიხედვით, ეს პაკეტი დაეხმარება ამ ქვეყნებს შეაკავონ და დაიცვან თავი მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე გაჩენილი საფრთხეებისგან ნატო-სთან მათი სამხედრო ინტეგრაციის გაძლიერებით და რუსეთის გავლენისა და აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები