მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უფფ, არა უშავს" - ლევან მურუსიძე დასანქცირებაზე

642dc2fc13b62
ალა ისპირიანი
05.04.23 22:44
1172
უფფ, არა უშავს, რა ვქნათ ახლა. ცხოვრება გაგრძელდება, - ასე ეხმაურება, „მთავარ არხთან“ სატელეფონო კომენტარში, მოსამართლე ლევან მურუსიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ.

ლევან მურუსიძის განცხადებით, ეს დიდი უსამართლობაა.

„არ მეკუთვნის დასანქცირება. რა ვიცი ახლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა, ხომ? რა გავაკეთო. ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ახლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია...

არავის არ უკითხავს, რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები, ხომ? ხოდა, რომ ეკითხათ, ვთქვათ, რომ რატომ მიიღო სასამართლომ, შეიძლება, სასამართლოს ეთქვა თავისი არგუმენტი... კაცად დავიბადე, არც ჩემი ღირსება... მიმაჩნია, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია. მიცხოვრია ადამიანურად, კორუფციაში მე არა ვარ და ყოველთვის ვიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად. ნუ, ახლა, რა ვქნათ, რაც არის, ეს არის, რა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები