4155-გვერდიანი დოკუმენტი საბოლოოდ დასამტკიცებლად და ხელის მოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა, პროცედურის დასრულების შემდეგ, იგი ძალაში შევა. $1.7-ტრილიონიანი ბიუჯეტი თავდაცვისთვის 858 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს, სახელმწიფო პროგრამებზე კი 772 მილიარდის დახარჯვაა გამიზნული.
პროექტის თანახმად, უკრაინის დასახმარებლად 45 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, აღნიშნული თანხის ნაწილი კი ითვალისწინებს: სამხედრო, სოციალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ იკრძალება აშშ-ის ბიუჯეტიდან იმ სახელმწიფოებისა და მთავრობების დაფინანსება, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს დამოუკიდებლად აღიარებენ ან მათთან გარკვეული სახის დიპლომატიურ ურთიერთობებს აწარმოებენ.
თავდაცვაზე გამოყოფილი 858 მილიარდი დოლარი აშშ-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია, რაც რუსეთ-უკრაინის ომითა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბვითაა განპირობებული.
თავდაცვაზე გამოყოფილი 858 მილიარდი დოლარი აშშ-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია, რაც რუსეთ-უკრაინის ომითა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბვითაა განპირობებული.