ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს თურქეთის ლირაზე, ჯერჯერობით, გავლენა არ მოუხდენია. ბიზნეს-პორტალ handelsblatt-ის ცნობით, შტატების ეკონომიკურ შეზღუდვებზე ლირა მშვიდად რეაგირებს.
სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, თურქული ვალუტის კურსმა დოლარის მიმართ 0,6 პროცენტი მატება დააფიქსირა. სტამბოლის წამყვანი საფონდო ბირჟის ინდექსი კი, 1,8%-ით გაიზარდა და 95,621 პუნქტით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების გამო, საქართველოს მეზობელ თურქეთს შტატებმა მწვავე სანქციები დაუწესა. ტრამპის განკარგულებით, საბაჟო გადასახადი თურქული პროდუქციისთვის 50%-მდე გაიზრდება, 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო ხელშეკრულებაზე კი, მოლაპარაკება გაუქმდება.