CBS News -ის ინფორმაციით, ხუთშაბათს სენატმა რუსეთთან და ბელარუსთან სავაჭრო ურთიერთობების შეჩერებას მხარი ერთხმად (100-0) დაუჭირა და გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას გადაუგზავნა.
სენატმა ასევე მხარი დაუჭირა რუსეთიდან ნავთობისა და ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტის აკრძალვას.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენმა კონგრესს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეაჩერებისკენ მოუწოდა და რუსული ნავთობის, თხევადი ბუნებრივი გაზისა და ნახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ ბრძანება გამოსცა.