რამდენიმე წუთის წინ, აშშ-ის კონგრესის აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში იმპიჩმენტს მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, მათ შორის 10 რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. იმპიჩმენტის წინააღმდეგ კი ხმა 197-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მისცა.
იმპიჩმენტის ინიცირების დოკუმენტების მიხედვით, ტრამპს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებას ედავებიან, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმში პროტესტანტების შეჭრას და მომხდარ სისხიალ არეულობას უკავშირდება.
აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვის პროცესი სენატში გადაინაცვლებს, სადაც უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, პრეზიდენტის გადაყენებისთვის 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა არის აუცილებელი.
არსებული ინფორმაციით, სენატი საკითხთან დაკავშირებით სხდომას 19 იანვარს გამართავს.