ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით სოციალურ ქსელ TikTok-ს ონლაინ მაღაზია დაემატა, სადაც ინფლუენსერების მიერ რეკლამირებული ნივთების შეძენა პირდაპირ იქნება შესაძლებელი, პლატფორმიდან გაუსვლელად.
ელექტრონული კომერციის პლატფორმის დამატებით TikTok-ს Amazon-თან და eBay-სთან სურს კონკურენციაში შესვლა და ტრანზაქციების წყალობით დამატებითი შემოსავლების გენერირება. მოგეხსენებათ, აშშ-ის მასშტაბით სოციალურ ქსელს 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ის განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში.
ონლაინ მაღაზიის გასაფართოებლად TikTok-მა ელკომერციის სხვა პლატფორმების შეთავაზებებიც ჩააინტეგრირა, მათ შორისაა Shopify-ს და Salesforce-ის პროდუქტები.
ამერიკის შემდეგ, ნოემბრისთვის TikTok-ის სერვისი ბრიტანეთში და აზიის ქვეყნებში გახდება ხელმისაწვდომი, საბოლოოდ კი ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.