მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში უმუშევრობის დონე მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

63b8258e31cd1
გიორგი თოლორდავა
06.01.23 18:10
786
აშშ-ში ფედერალური სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, დეკემბერში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 0.1 პროცენტული პუნქტით, 3.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები დეკემბერში უმუშევრობის დონის ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა ოფიციალური მონაცემები საპირისპირო ტენდენციაზე მიუთითებს.

საერთო ჯამში, გასულ თვეს აშშ-ში 223,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ზოგადად, უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელსაც ფედერალური რეზერვი აქტიურად იყენებს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში. უმუშევრობის შემცირება FED-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკა იმაზე უფრო მეტად გაამკაცროს, ვიდრე ამას თავდაპირველად გეგმავდა; უმუშევრობის დონის ზრდას კი საპირისპირო გავლენა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები