მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს პუტინს და მის მხარდამჭერებს - აშშ

621939ca946cc
თამთა ჯიჯავაძე
25.02.22 23:55
698
აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს პრეზიდენტ პუტინს და მის მხარდამჭერებს ასეთი ქმედებისათვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ თუ პუტინი შეიჭრება უკრაინაში, ის აუცილებლად დაზარალდება, დაზარალდება რუსეთის ფინანსური სისტემა, ეკონომიკა, მისი სტრატეგიული მიმართულებები და რეპუტაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინმა არჩევანი გააკეთა, მან უარყო დიპლომატია, აირჩია ომის გზა და პრეზიდენტმა ბაიდენმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა. ეს არ არის ის შედეგი, რაც ჩვენ გვსურდა“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, 2008 წელს ზუსტად ასევე შეიჭრნენ საქართველოში, 2014 წელს კი ყირიმში და დაარღვიეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები