მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ხალხი მკაფიო ხმით საუბრობს, თუმცა ამ ხმას ცრემლსადენი გაზით ახშობენ - ნედ პრაისი

6407a4eecf91e
გიორგი თოლორდავა
08.03.23 00:57
936
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ქართველი ხალხის პოზიცია მკაფიო და გასაგებია, ქვეყნის მთავრობა კი, მოსახლეობის ნებას არ ითვალისწინებს და მის ხმას ცრემლსადენი გაზის მეშვეობით ახშობს.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა უსმენს ქართველ ხალხს. ქართველი მოსახლეობა მკაფიო ხმით საუბრობს.

ჩვენ კი ვხედავთ, რომ ამ მკაფიო, ხმამაღალ ხმებს ახშობენ ცრემლსადენი გაზით. ახშობენ იმათ ხმას, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობენ. ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია, თუმცა საბოლოოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოში მთავრობებმა მოუსმინონ თავიანთ მოსახლეობას, მათ შორის, თბილისშიც.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები