მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახურს სამინისტროს მიერ შესყიდულ 3.3 მლნ-ის Microsoft-ის ლიცენზიასთან კითხვები აქვს

6278209c85ed2
ალა ისპირიანი
09.05.22 00:01
1186
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, განათლების სამინისტროს მიერ Microsoft-ისგან შესყიდული ოპერაციული სისტემის ლიცენზიაში გადახდილი თანხები კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგანაც ამ ლიცენზიების ათვისება სამინისტროს სისტემაში თითქმის არ მომხდარა. 

ანგარიშის მიხედვით, წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან არ ჩანს რას ეფუძნება თითოეულ წელს შესყიდული Microsoft-ის ლიცენზიების რაოდენობა.

„სამინისტრო 2014 წლის სექტემბრიდან სკოლებში MS office 365 A1 ტიპის ლიცენზიას იყენებს, რომელსაც Microsoft სკოლებს უსასყიდლოდ სთავაზობს. აღნიშნული ტიპის პაკეტში teams-იც შედის, თუმცა შეზღუდული ფუნქციონალით.

2019 წლის 22 მაისს ემისსა [განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა] და შპს „იუჯითის“ შორის გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდულ იქნა ერთწლიანი, მათ შორის, Microsoft 365 A3 და A5 ტიპის ლიცენზიები, რომელშიც სხვა პროგრამებთან ერთად გაერთიანებულია teams. A3 და A5 ტიპის ლიცენზიები ადმინისტრაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისათვის იქნა შეძენილი, ხოლო მათ ბონუსად მოსწავლეებისათვის ლიცენზიები მოჰყვა. ხელშეკრულების ღირებულება 2,330,354 აშშ დოლარს შეადგენს. აუდიტის პერიოდისთვის სრულად იყო შესყიდული 2021 წლის მდგომარეობით შესასყიდი ლიცენზიების რაოდენობა, რაშიც დაახლოებით 3,3 მლნ ლარია გადახდილი.

შესასყიდი ლიცენზიების რაოდენობის განსაზღვრისას, წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან არ ჩანს, თუ რას ეფუძნება თითოეულ წელს შესასყიდი ლიცენზიების რაოდენობა და არ არის შეფასებული განათლების სისტემის მზაობა მათ გამოსაყენებლად. აღსანიშნავია, რომ ემისი არ ფლობს ინფორმაციას 2019-2020 წლებში A3 და A5 ტიპის ლიცენზიებიდან, თვეებისა და წლების მიხედვით, რამდენი მომხმარებელია გააქტიურებული მასწავლებლების/ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და მოსწავლეების მიერ. 

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა გააქტიურებული მომხმარებლების რაოდენობა ორი კონკრეტული თარიღისათვის. 46 ანალიზისთვის შედარებულია 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების მონაცემები. 2020-2021 სასწავლო წლის 14 აპრილისათვის მოსწავლეებისთვის განსაზღვრული ლიცენზიების ათვისების მაჩვენებელი იყო საკმაოდ დაბალი. კერძოდ, აუთვისებელი იყო A3 ტიპის ლიცენზიების 77% და A5-ის − 96,8%", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები