ავიაკომპანია KLM-ი მიმდინარე წელს დამატებით 1,000 სამუშაო ადგილს შეამცირებს. ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი, მთავრობის მიერ მიღებული ახალი რეგულაცია გახდა, რომელიც როგორც მგზავრების ასევე ეკიპაჟის წევრების კოვიდ-ტესტირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ყველა მგზავრმა სწრაფი კოვიდ-ტესტი თვითმფრინავის ბორტზე ასვლამდე 4 საათით ადრე უნდა ჩაიტაროს.
ავიაკომპანია აცხადებს, რომ მთავრობის მიერ შემოღებული დამატებითი რეგულაცია იძულებულს ხდის KLM-ს ფრენები დაახლოებით 270 რეისით შეამციროს, რასაც შესაბამისად სამუშაო ადგილების შემცირებაც მოჰყვება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კოვიდპანდემიის ფონზე ავიკომპანიამ 5 000 თანამშრომელი გაათავისუფლა.