მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ მხოლოდ ის ავიაკომპანიები შევარჩიეთ, რომლებიც სანქცირებული არაა - ღარიბაშვილი რუსეთიდან ფრენებზე

64b295e5b3f2f
BM.GE
15.07.23 16:47
686
რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია ჩამოვიდა, რომლებმაც განაცხადეს და მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს შექმნილი და ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ქვეყანაში ტურიზმი განვითარდეს და მეტი ტურისტი შემოვიდეს.

„რაც მთავარია იცით, რომ სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ თავიდანვე და განვსაზღვრეთ და შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, როგორც მათი მფლობელები ასევე კომპანიები და ასევე ის თვითმფრინავები, რომლებიც დაფრინავენ საქართველოში, ეს არის მთავარი და ასევე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია ჩამოვიდა, მათ განაცხადეს და მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს ჩვენ შექმნილი და ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის, არამედ პირიქით, ჩვენ ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ პოლიტიკას, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ძალიან ბევრი დეზინფორმაციული კამპანიები, იმედგაცრუებულები ვნახეთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და ესეც მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ არ უფრთხილდებიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას”, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ - "აზიმუტსა" და "რედ ვინგსს" და ერთ ქართულ ავიაკომპანიას - Georgian Airways-ს აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები